მარნეულში, ერთ-ერთ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ მოსწავლე დანით თავსა და კისრის არეში დაჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა. მე-8 კლასის მოსწავლეს თავისა და კისრის არეში ცივი იარაღით არის დაჭრილი.
დაჭრილი მე-8 კლასის მოსწავლე კლინიკაშია გადაყვანილი. ბოლო ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს.