თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, გუინ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე დედა–შვილს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ქალი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ბავ­შვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი მაია მა­სუ­რაშ­ვი­ლია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა იმ დროს მოხ­და, როცა მა­სუ­რაშ­ვილს მო­ზარ­დი შვი­ლი მუ­სი­კა­ზე მიჰ­ყავ­და.

“მაია ტრო­ტუ­არ­ზე ბავ­შვთან ერ­თად მი­დი­ო­და, რა დრო­საც მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ორი დღე უნდა და­აკ­ვირ­დნენ და მერე გა­და­წყვე­ტენ, თუ სა­ო­პე­რა­ციო იქ­ნე­ბა, გა­უ­კე­თე­ბენ ოპე­რა­ცი­ას თავ­ზე. გა­ა­უ­ბე­დუ­რა ოჯა­ხი. უკარ­გე­სი დედა და ადა­მი­ა­ნი იყო. რო­გორც ვი­ცით, სა­ჭეს­თან ქალი იჯდა, ეს რა დღე გაგ­ვი­თე­ნა, სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვიკ­ლა” – ამბობენ გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ambebi.ge-სთან.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *