ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­გუ­ე­ბუ­ლია იმ ფაქტს, რომ არც “კრე­დიტ სუ­ი­სის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ და არც “ჯუ­ლი­უს ბა­ერ­ში“ აკუ­მუ­ლი­რე­ბულ თან­ხებს მას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს არ გა­ნა­კარ­გვი­ნე­ბენ. ისევ და ისევ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­სა და შან­ტა­ჟის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, თემო წიქ­ვა­ძე აცხა­დებს.

  • რო­გორც წიქ­ვა­ძის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისიც კი არ იცო­და, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა 24 ნო­ემ­ბერს იგეგ­მე­ბო­და და ამის შე­სა­ხებ სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გა­ი­გო.

“ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მხრი­დან სპე­კუ­ლა­ცი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა თემა, რო­მე­ლიც 24 ნო­ემ­ბერს, ლონ­დონ­ში ჩა­ნიშ­ნულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს უკავ­შირ­დე­ბა. კერ­ძოდ, სწო­რედ ამ დღეს გა­მო­ა­ცხა­დებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბერ­მუ­და­ზე და­წყე­ბუ­ლი და­ვის მე­სა­მე, სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სარ­ჩელ­ზე, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია გრძელ­დე­ბა და ყვე­ლა წინა დავა სწო­რედ ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და.

სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ერ­თოდ არ ვა­პი­რებ­დით ამ თე­მა­ზე რა­ი­მე სა­ხის გან­ცხა­დე­ბის ან გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რო­გო­რი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა, მაგ­რამ რად­გან თემა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვის საგ­ნად აქ­ცი­ეს, გა­დავ­წყვი­ტეთ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი­დევ ერთხელ მოკ­ლედ შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა სა­კი­თხის პე­რი­პე­ტი­ე­ბი, რა­მე­თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავა­ზა­კუ­რი რე­კე­ტი არის უპ­რე­ცე­დენ­ტო და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის­თვის ფი­ნან­სუ­რი ბერ­კე­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი.

ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ უცხო­უ­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის, იგი­ვე “დიპ სტე­ი­ტის“ მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა 2008 წელს და­ი­წყო. ეს ის დროა, რო­დე­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, “ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა და ძა­ლა­უფ­ლე­ბა მი­ი­ტა­ცა, რის გა­მოც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სრუ­ლად დის­ტან­ცირ­და ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­გან. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გარე პატ­რო­ნე­ბის­თვის, რის გა­მოც მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ი­წყეს შვე­ი­ცა­რი­ა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბის დან­გრე­ვა.

მარ­ტი­ვად გა­და­ი­ბი­რეს კონ­კრე­ტუ­ლი პირი, “კრე­დიტ სუ­ის­ში“ მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლუ­რი ბან­კი­რი პატ­რის ლეს­კუდ­რო­ნი, რომ­ლის ხე­ლით გა­ძარ­ცვეს ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის ან­გა­რი­შე­ბი, წლე­ბის შემ­დეგ კი ეს პი­როვ­ნე­ბა ტყე­ში, ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი იპოვ­ნეს, ხოლო ფაქტს თვით­მკვლე­ლო­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ა­ნი­ჭეს და საქ­მეც და­ი­ხუ­რა. სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა საქ­მე იქამ­დე მი­იყ­ვა­ნეს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის პრო­ცეს­ში მთლი­ა­ნად ჩა­მო­ან­გრი­ეს შვე­ი­ცა­რი­ის სა­ბან­კო სის­ტე­მის პრეს­ტი­ჟი, ხოლო ერთ დროს მსოფ­ლი­ო­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი ბან­კი “კრე­დიტ სუ­ი­სი“ გა­კოტ­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნეს.

ჩვენ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვე­ბი 10 წელ­ზე მე­ტია გრძელ­დე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ საქ­მე მისი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მარ­ტი­ვია – ხე­ლის გულ­ზე დევს მთე­ლი სის­ტე­მის მხრი­დან ერთი ადა­მი­ა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და­ყა­ჩა­ღე­ბის სქე­მა. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ და სინ­გა­პურ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი დავა გა­მარ­ჯვე­ბით და­ვას­რუ­ლეთ, ასე­ვე გა­ვი­მარ­ჯვეთ ბერ­მუ­და­ზე ორი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში და ახლა, სწო­რედ მე­სა­მე და უმაღ­ლე­სი ინ­სტან­ცია გა­მო­ა­ცხა­დებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ამ საქ­მე­ზე.

სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ მას­შტა­ბებს და აბ­სურ­დუ­ლო­ბის ახალ მწვერ­ვა­ლებს იპყრობ­და, რაც სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და იმით, რომ აშშ-ს წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა მას სა­ქარ­თვე­ლო­ში “რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის“ გა­ტა­რე­ბის სა­ბა­ბით. აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა, რომ არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლებს, იგი­ვე “დიპ სტე­იტს“ აშ­კა­რად უჭირს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და პრო­ცე­სე­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც საქ­მე­ში იო­ტი­სო­დე­ნა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ მათ ხელთ აქვთ სხვა არა­ერ­თი ბერ­კე­ტი, მათ შო­რის ჩემ მიერ ხსე­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი.

გარ­და იმი­სა, რომ ამე­რი­კის წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან არა­ვის აუხ­სნია, კონ­კრე­ტუ­ლად რის გამო და­ა­წე­სეს სან­ქცია, რა იყო ის “რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სი“, რო­მე­ლიც ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა, უსა­ფუძ­ვლოდ, უმი­ზე­ზოდ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცია სწო­რედ იმ თან­ხა­ზე მი­მარ­თეს, რომ­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლონ­დონ­ში სწო­რედ 24 ნო­ემ­ბერს გა­მო­ცხად­დე­ბა. ეს არის ორი­დან ერთ-ერთი მსხვი­ლი აქ­ტი­ვი, რო­მე­ლიც ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს უცხო­ეთ­ში აქვს. სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბამ იმ თან­ხა­ზე, რო­მე­ლიც ჩემს მარ­წმუ­ნე­ბელს ჯერ სა­ბო­ლო­ოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით არ და­უბ­რუ­ნე­ბია, მარ­ტი­ვი მე­სი­ჯი იყო ჩვენ­თვის – “შე­საძ­ლოა სა­სა­მარ­თლო მო­ი­გოთ, მაგ­რამ აქ­ტი­ვის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხს მა­ინც ჩვენ გა­დავ­წყვეტთ“!

არის კი­დევ ერთი, უფრო მე­ტაც ცი­ნი­კუ­რი და თეთ­რი ძა­ფით ნაკ­რე­ბი საქ­მე სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად შვე­ი­ცა­რი­ა­ში, კერ­ძოდ ბანკ “ჯუ­ლი­უს ბა­ერ­ში“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ-ს წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის ამ თან­ხას­თან, ბან­კმა ხუ­ლიგ­ნუ­რად გა­ა­ჩე­რა რო­გორც ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ვი, ასე­ვე თან­ხა­ზე წვდო­მა შე­უ­ზღუ­და მის მე­უღ­ლეს და შვი­ლებს. და თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში შვე­ი­ცა­რი­ის ბან­კი სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც სა­ბა­ბად ამე­რი­კულ სან­ქცი­ებს იყე­ნებს, ვე­რა­ფერს და არა­ფერს ამ­ბობს იმა­ზე, თუ რა­ტომ აქვს და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მე­უღ­ლის და შვი­ლე­ბის თან­ხე­ბი. სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი წინა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხე­ლით ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს და შვი­ლებს “რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბის­თვის“ ვერ და­ა­სან­ქცი­რებ­დნენ, რად­გან ეს “დიპ სტე­ი­ტის­თვი­საც“ კი გა­დამ­ლა­შე­ბა იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა სა­დაც ფორ­მა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის მო­ძებ­ნა უჭირთ, უხეშ, ყა­ჩა­ღურ მე­თო­დებ­ზე გა­და­დი­ან.

ასე­თია ძა­ლი­ან მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა იმ პრო­ცე­სე­ბის, რო­მე­ლიც წლე­ბია გრძელ­დე­ბა და რო­მელ­მაც ჩვენ თვალ­წინ შექ­მნა უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თი ადა­მი­ა­ნის დევ­ნის, ძარ­ცვი­სა და შან­ტა­ჟის მხო­ლოდ იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და­ა­ყე­ნა ყვე­ლა­ფერ­ზე მაღ­ლა და არ იქცა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის, იგი­ვე “დიპ სტე­ი­ტის“ მი­თი­თე­ბე­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად. სხვა მა­გა­ლი­თებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, აშშ-ს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი პირ­და­პირ აღი­ა­რებს, რომ წინა ად­მი­ნის­ტრა­ცია მთლი­ა­ნად არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის­გან იმარ­თე­ბო­და, ხოლო თა­ვად ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი იბ­რძვის ამ ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბიც სწო­რედ ამ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლე­ბის მიერ არის და­წე­სე­ბუ­ლი და ამ მხრივ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვენ­თვის იქ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რად ერთ-ერთი ინ­დი­კა­ტო­რი იმი­სა, არის თუ არა პრე­ზი­დენ­ტის ბრძო­ლა “დიპ სტე­ი­ტის“ წი­ნა­აღ­მდეგ რე­ა­ლუ­რი.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ი­სა და მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი მე­დი­ის სპე­კუ­ლა­ცი­ებს ლონ­დონ­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი ბოლო სა­სა­მარ­თლოს, და­ყა­და­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი­სა და ბრი­ტა­ნე­თი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი თით­ქოს და და­მა­ტე­ბი­თი სან­ქცი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­უ­გე­ბა­რია რა უხა­რი­ათ ამ გა­კოტ­რე­ბულ ძა­ლებს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ზუს­ტად იცის, რომ რა შე­დე­გე­ბი­თაც უნდა დას­რულ­დეს სა­სა­მარ­თლო და სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი ინ­სტან­ცი­ის კვალ­დაკ­ვალ მე­სა­მე ინ­სტან­ცი­ა­შიც გა­ვი­მარ­ჯვებთ, ამ თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა არ მოხ­დე­ბა.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას დარ­წმუ­ნე­ბით და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუ­ცხა­დებთ, რომ ჩვე­ნი მხა­რის­თვის ისიც კი უც­ნო­ბი იყო, რომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნა 24 ნო­ემ­ბერს იგეგ­მე­ბო­და, რაც სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გა­ვი­გეთ. აღ­ნიშ­ნუ­ლის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი კი ის არის, რომ ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­გუ­ე­ბუ­ლია იმ ფაქტს, რომ არც “კრე­დიტ სუ­ი­სის“ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ და არც “ჯუ­ლი­უს ბა­ერ­ში“ აკუ­მუ­ლი­რე­ბულ თან­ხებს (აღ­ნიშ­ნულ ბანკთან ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი მი­მო­წე­რა­საც კი აღარ აწარ­მო­ებს მათი მხრი­დან ჩა­დე­ნილ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით), მას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს არ გა­ნა­კარ­გი­ნე­ბენ. ისევ და ისევ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­სა და შან­ტა­ჟის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი ამ თან­ხე­ბის გა­რე­შეც აგ­რძე­ლებს ერთი მხრივ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დაც­ვას, მე­ო­რე მხრივ კი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბას”, – გა­ნა­ცხა­და თემო წიქ­ვა­ძემ.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *