რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

♈ვერძი

თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერი სირთულის საქმესთან გამკლავება შეგიძლიათ. პროფესიულ სფეროში წარმატება და აღიარება გელით. ამ დღეს უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდის შენარჩუნება მაინც შეძლოთ. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ, საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

♉კურო

ხელსაყრელი დღეა მშენებლებისთვის, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებულთათვის. ბევრი კურო ხელფასს ან პრემიას მიიღებს. სავარაუდოდ, საშუალება მოგეცემათ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ და სულიერი სიმშვიდე მოიპოვოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ.

♊ტყუპები

თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი არ დააგვიანოთ. როდესაც გეგმების განხორციელებას შეუდგებით ნუ დაივიწყებთ ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს თქვენ გვერდით იყვნენ. გამორიცხული არ არის, რომ მეუღლის ნათესავებმა რჩევისთვის და დახმარებისთვის მოგმართონ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე საქმიანი შეხვედრისთვის არახელსაყრელია.

♋კირჩხიბი

ამ დღეს მხიარული კომპანიის სული და გული იქნებით. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში მკაცრად აკონტროლოთ საკუთარი მენიუ და მაღალკალორიული საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ჯანმრთელობის პრობლემები მოსალოდნელია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ოჯახში დიდი კონფლიქტი გამოიწვიოს.

♌ლომი

ამ დღეს ენერგიული და აქტიური ხართ და ყველაზე რთულ საქმესაც კი ადვილად უმკლავდებით. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი მეგობრებთან ან ნათესავებთან. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

♍ქალწული

დღევანდელი საღამო თქვენს ქორწინებას უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. დაწყებული საქმის წარმატებული ფინალი მხოლოდ თავის კონტროლის უნარზეა დამოკიდებული. შესაძლოა, მოგებიანი საქმიანი შეთავაზება მიიღოთ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

♎სასწორი

გირჩევთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან მომხდარი გაუგებრობა კონფლიქტში არ გადაიზარდოს. გულწრფელი საუბარი საკუთარი თავის რწმენას დაგიბრუნებთ. ხელსაყრელი დღეა სამსახურის შეცვლის ან ახალი პროექტის დაწყებისთვის, რომელიც წარმატებით დასრულდება. თუ სახლში ბავშვები გყავთ, გირჩევთ, საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

♏მორიელი

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტისთვის. ბიზნესმენი მორიელები მოგებიანი ხელშეკრულების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას შეძლებენ. პირველივე შეთავაზებას ნუ დათანხმდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია შეცდომები.

♐მშვილდოსანი

მშვიდი დღეა, რომელიც შესაფერისია პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. შესაფერისი მომენტია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. თავი შეიკავეთ საქმიანი შეხვედრებისგან.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *