“ქართული ოცნება ” სოციალური დახმარების პოლიტიკის გადახედვას იწყებს – ვის შეუწყდება დახმარება ირაკლი კობახიძეს დღეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა თქვა რომ სოცდახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის.
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი“, – ამბობს „ოცნების“ პრემიერი, ირაკლი კობახიძე.