პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

“რუსული ტიპის რეჟიმის ფორმირებას აქვს თავისი მწყობრი ლოგიკა და ის ხელმძღვანელობს იმპერიული სპეც.სამსახურების მიერ თავის დროზე შემუშავებული შესაბამისი ალგორითმით.

საქართველოში მიმდინარე პროცესი სრულად იმეორებს იმას, რაც საუკუნის დასაწყისში ვიხილეთ რუსეთში.

განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად გათვალისწინებულია ის ხარვეზები, რაც რუსეთში იქნა დაშვებული. ამასთანავე, პროცესი ბევრად უფრო სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, კრემლი ჩქარობს, რათა არაერთგვაროვანი საერთაშორისო ვითარების და შიდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი შეუქცევადი გახადოს…” – წერს გია ხუხაშვილი.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *