ანევ­რიზ­მა ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ხში­რად ფა­ტა­ლუ­რად სრულ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა ტი­პის ანევ­რიზ­მა არ­სე­ბობს, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის­გან, ამის შე­სა­ხებ ბო­ხუ­ას სა­ხე­ლო­ბის კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი ცენ­ტრის ან­გი­ო­ქი­რურ­გი, პრო­ფე­სო­რი კოტე ყი­ფი­ა­ნი სა­უბ­რობს.

– ანევ­რიზ­მე­ბი, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სის­ხლძარ­ღვთა ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ჩნდე­ბა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რი მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მაა. პრო­ცენ­ტუ­ლად, მას­ზე ანევ­რიზ­მა­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 80% მო­დის. ანევ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სის­ხლძარ­ღვთა კედ­ლის ათე­როსკლე­რო­ზუ­ლი გა­დაგ­ვა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, თუ ჯან­მრთე­ლი აორ­ტის დი­ა­მეტ­რი 2 სან­ტი­მეტ­რია, 3 ან 4 სან­ტი­მეტ­რის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე უკვე ანევ­რიზ­მას­თან გვაქვს. თუ ანევ­რიზ­მის დი­ა­მეტ­რი 5 სმ-მდეა, მას სჭირ­დე­ბა არა­ქი­რურ­გი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა დი­ნა­მი­კა­ში, მაგ­რამ თუ უფრო დიდი ზო­მაა, მისი გას­კდო­მის ალ­ბა­თო­ბა დი­დია და ამი­ტომ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. ჩვენ გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს მუც­ლის აორ­ტის 13 სმ-იანი დი­ა­მერ­ტის ანევ­რიზ­მა ჰქონ­და. ეს თით­ქმით მთე­ლი მუც­ლის ღრუა.

– უფრო ხში­რად რა ასაკ­ში ვლინ­დე­ბა ეს და­ა­ვა­დე­ბა?

– ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ანს ეს და­ა­ვა­დე­ბა არ ემარ­თე­ბა. მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მა­მა­კა­ცებ­ში, ვიდ­რე ქა­ლებ­ში. შე­ფარ­დე­ბა 1/10-ზეა. მისი სა­შუ­ა­ლო ასა­კია 65 წელი. 55 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ყვე­ლა მა­მა­კაც­მა უნდა გა­ი­კე­თოს ექოს­კო­პია და შე­ა­მოწ­მოს, ხომ არ არის ამ და­ა­ვა­დე­ბის რიკს-ჯგუფ­ში. რისკ-ჯგუ­ფებ­ში, პირ­ველ რიგ­ში, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კა­ში აქვს, ასე­ვე მწე­ვე­ლე­ბი, ვი­საც ათე­როსკლე­რო­ზი აქვს.

– რა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა, ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის გა­ა­კე­თოს?

– ათე­როსკლე­რო­ზის პრე­ვენ­ცია ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სია. წნე­ვის კონ­ტრო­ლი, სი­გა­რე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი კვე­ბა. ადა­მი­ან­მა უნდა მი­ი­ღოს ბოსტნე­უ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. ნაკ­ლე­ბად უნდა მი­ი­ღოს ქო­ლეს­ტე­რი­ნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი, კვერ­ცხი, ღო­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცი შემ­წვა­რი და ა.შ. ხან­ში­შე­სულ­მა ადა­მი­ან­მა წე­ლი­წად­ში ერთხელ ან ორ­ჯერ უნდა ჩა­ი­ტა­როს სკრი­ნინ­გი (მუც­ლის ღრუს ექოს­კო­პია). ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ თუ ათე­როსკლე­რო­ზი გა­მოჩ­ნდა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე გა­და­ვი­დეთ და შე­ვა­ჩე­როთ მისი გან­ვი­თა­რე­ბა. ათე­როსკლე­რო­ზის მკურ­ნა­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, შე­ჩე­რე­ბა – შე­საძ­ლე­ბე­ლი.

– ანევ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბი რა არის? თუ არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც მის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს?

– მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა. წი­ნას­წარ რომ პრე­ვენ­ცია გა­ა­კე­თო მა­ინ­ცდა­მა­ინც ანევ­რიზ­მა­ზე, არ არ­სე­ბობს ჩვენ ათე­როსკლე­როზს უნდა ვებ­რძო­ლოთ.

– ცნო­ბი­ლია, რომ 70 % ანევ­რიზ­მა სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობს, 30 %-ის შემ­თხვე­ვა­ში კი აქვს სიმპტო­მე­ბი, რა სიმპტო­მე­ბი აქვს?

– თუ აქვს ადა­მი­ანს მუც­ლის აორ­ტის ანევ­რიზ­მა, როცა მუ­ცელ­ზე ხელს და­ი­დებს, უნდა იგ­რძნოს, რომ მუ­ცე­ლი ფეთ­ქვას. ეს იმის ბრა­ლია, რომ სის­ხლძარ­ღვი გა­ბე­რი­ლია. ასე­ვე, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბა და ტკი­ვი­ლი აქვს წე­ლის არე­ში.

– რა შემ­თხვე­ვა­ში უნდა გა­კეთ­დეს ოპე­რა­ცია?

– თუ სის­ხლძარ­ღვი 5 სმ-ს გა­დას­ცდა, სა­ჭი­როა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. მინ­და და­ვამ­შვი­დო მკი­თხვე­ლი, თუ ოცი წლის წინ, სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ იყო 10/12%, დღეს 1 -2 % არის დაყ­ვა­ნი­ლი. არის კი­დევ ე.წ. და­ხუ­რუ­ლი ოპე­რა­ცია, რაც გა­ნაკ­ვე­თის გა­რე­შე გვაძ­ლევს სტენ­დი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. თუ შემ­თხვე­ვით მოხ­და და ანევ­რიზ­მა გა­უს­კდა ადა­მი­ანს, შე­საძ­ლოა, იმ წამს არ გარ­და­იც­ვა­ლოს, მაგ­რამ ამ დროს წნე­ვა ვარ­დე­ბა და დრო­ის ფაქ­ტორს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გამსკდარ ანევ­რიზ­მა­ზე 38 %-ია პი­რა­დად ჩემს პრაქ­ტი­კა­ში, მაგ­რამ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ძა­ლი­ან დიდი – 65 % არის.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *