გუშინ, 30 ნოემბერს სამტრედია-აბაშის გზაზე, სოფელ გაუწყინართან ავარიას ახალგაზრდები ემსხვერპლნენ. დაღუპულები საბა ტუღუში და შაკო ბიჭაშვილი არიან.

როგორც ცნობილია, ერთმანეთს 2 მოტოციკლი შეეჯახა.

ავარიის შედეგად, ერთი ბაიკერი ადგილზე დაიღუპა, მეორე – კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

By tea

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *